საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები
27 თებერვალი 2015
28 თებერვალსა და პირველ მარტს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სემინარი „საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები“ გაიმართება.
სემინარში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა უნივერსიტეტის 85 სტუდენტი.
მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები, ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იონას პასლაუსკასი.
სემინარის მთავარი თემა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ასევე ნატო უელსის სამიტის შედეგები და ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობა და გამოწვევები.
სემინარის ბოლოს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროექტი ხორციელდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, თავსუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით და საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით.