GE

საქართველოში არსებული გამოწვევები წამების აკრძალვის და არაჰუმანური მოპყრობის სფეროში

25 ოქტომბერი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე: "საქართველოში არსებული გამოწვევები წამების აკრძალვის და არაჰუმანური მოპყრობის სფეროში: საერთაშორისო მექანიზმების რეკომენდაციები".

საჯარო ლექციაზე განიხილება გაეროს წამების აკრძალვის კომიტეტის (CAT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) უფლებამოსილებები დასაკითხები რომლებზეც აღნიშნული კომიტეტები საქართველოს შემთხვევაში მსჯელობენ.

ლექციის მსვლელობისას ყურადღება დაეთმობა აღნიშნული კომიტეტების მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოცემულ რეკომენდაციებსა და შედეგებს, რომლებიც საქართველოსთვის კომიტეტების რეკომენდაციების შეუსრულებლობას შეიძლება ჰქონდეს.

საჯარო ლექცია გაიმართება 30 ოქტომბერს19:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის #415 აუდიტორიაში.

საჯარო ლექციას წაიკითხავს გიორგი ტუღუში - გაეროს წამების აკრძალვის და ევროპის საჭოს წამების პრევენციის კომიტეტების წევრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე.

ლექციაში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ლექციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რის გამოც, მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.