GE

საქართველოში ისრაელის ელჩის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან

05 დეკემბერი 2023

საქართველოში ისრაელის ელჩის ჰადას ესთერ მეიცადის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან 4 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ელჩმა ისაუბრა ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული არაპროვოცირებული მასობრივი ტერორისტული აქტის, მისი კონტექსტის და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გასაუბრებოდნენ ელჩს და დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.


ჰადას ესთერ მეიცადი 2006 წლიდან არის ისრაელის დიპლომატი, მას შემდეგ რაც 8 წლის განმავლობაში იყო ისრაელის საჰაერო ძალების კაპიტანი. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში და მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.


ჰადას ესთერ მეიცადი მსახურობდა როგორც Chief of Staff of the Political Director ისრაელის იუსტიციის სამინისტროში 2018 წლიდან. 2013-2018 წლებში მუშაობდა გაეროში ისრაელის მისიაში. 2006-2007 წლებში ხელმძღვანელობდა საჯარო დიპლომატიის განყოფილებას ისრაელის საელჩოში იაპონიაში.

5 12 2 5 12 5 5 12 3 5 12 4 5 12 6