GE

სარა ბოუერის შემოქმედებითი წერის ვორქშოპი

20 მაისი 2015

20 მაისს კამპუსში ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, სარა ბოუერის შემოქმედებითი წერის ვორქშოპი ჩაატარა. სარა ბაუერს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული თავისი რომანებისა და მოთხრობებისთვის. 2007 წელს რომანისათვის „სისხლიანი ნემსი" მოიპოვა სიუზენ ჰილის პრემია. მეორე რომანი „სიყვარულის წიგნი" (ამერიკული სათაურია „ბორჯიათა ოჯახის ცოდვები") ცხრა ენაზე ითარგმნა და „ტორონტო გლოუბისა" და „მეილის" ბესტსელერი გახდა 2009 წელს. მეოთხე რომანი, „ეროზია" 2014 წელს გამოიცა. მოთხრობები და ესეები კი მრავალგზის დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „MsLexia", „Words Without Borders" და „Asian Cha", ასევე გადაიცა ბიბისის რადიოთი.

შეხვედრა პროექტ Art Weekend-ის ფარგლებში ჩატარდა.