GE

სასამართლოები შედარებით პერსპექტივაში

31 მაისი 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, 2013 წლის 10 ივნისს, 17:00 საათზე გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „საკონსტიტუციო სასამართლოები შედარებით პერსპექტივაში: ფუნქციები, იურისდიქცია, გამოწვევები." 

დისკუსია იმართება თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შედარებითი საკონსტიტუციო სამართლის საჯარო დისკუსიების სერიის ფარგლებში. დისკუსიათა სერიის მიზანია საკონსტიტუციო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ოქსფორდის გამომცემლობის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის კრებულის აკადემიური ტექსტების გაცნობა და საქართველოს კონსტიტუციური სამართლის განვითარებისათვის მათი მნიშვნელობის ჩვენება.

დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მიიღებენ აკადემიურ და ნორმატიულ საკითხავ მასალას. დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის და სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს, საკონსტიტუციო სამართლით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

საჯარო დისკუსიაზე დასწრებისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1rYdsy2pm8KxvKtdzPvQ9VBxDN9DQmvHwVkWGyDmBHuk/viewform
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი, 2013