სასწავლო კომპონენტი - სისხლის სამართლის კლინიკა

12 ივნისი 2013

სტუდენტების აქტიური მონაწილეობით მოხდება სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული და ძალაში შესული გადაწყვეტილებების ანალიზი. ასევე, საგამოძიებო პრაქტიკიდან მოხმობილი, სისხლის სამართლის პროცესის თვალსაზრისით საინტერესო შემთხვევების, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ პირდაპირი და ჯვარედინი დაკითვის ჩატარებასთან დაკავშირებული ტაქტიკული საკითხების განხილვა.