GE

საუკეთესო პოლიტიკის დოკუმენტების ავტორების დაჯილდოვება

31 მარტი 2016

პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia: Improving Research, Education, and Engagement (MIPAG) ფარგლებში შემუშავდა პროფესიული პროგრამა Certified Public Policy Analist. პროგრამა მიმდინარეობს თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.

პროგრამის CPPA-ის მიზანია სტუდენტმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები შეიძინოს.

CPPA-ის მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს მათ მიერვე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები და შედეგად, გამოვლინდნენ საუკეთესო დოკუმენტების ავტორები:

პირველი ადგილი - სოფიკო გელავა, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “პანკისის ხეობაში ახალგაზრდების რეკრუიტირების პრობლემა და გადინება სირიაში.” სოფიკო დაჯილდოვდა 1,000 აშშ დოლარით და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 2,000 აშშ დოლარი მიიღო.

მეორე ადგილი - დავით ჯინჯიხაძე, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო ჩართულობა.” დავითი დაჯილდოვდა 700 აშშ დოლარით და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 1,300 აშშ დოლარი მიიღო.

მესამე ადგილი - ქამრან მამედოვი, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “საქართველოს ეთნო-კონფლიქტებში (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ნდობის მშენებლობის პროცესში ეთნიკური უმცირესობების (ეთნიკური აზერბაიჯანელების და სომხების) ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა”. ქამრანი დაჯილდოვდა 400 აშშ დოლარით და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 600 აშშ დოლარი მიიღო.

CPPA-ის მეორე ნაკადის საუკეთესო პოლიტიკის დოკუმენტების ავტორების დაჯილდოვებასთან ერთად თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მიიღეს სტუდენტების ახალი ნაკადი. მათ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააცვნეს აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა პროექტის ფარგლებში. შესაბამისად, საუკეთესო პოლიტიკის დოკუმენტის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში მათ მიერ მიღებული ფულადი ჯილდოს ფარგლებში.

ასევე, ახალი ნაკადის სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ იშიამამ.