GE

საუკეთესო პოლიტიკის დოკუმენტების ავტორების დაჯილდოვება

08 ოქტომბერი 2015

პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia:  Improving Research, Education, and Engagement (MIPAG) ფარგლებში შემუშავდა პროფესიული პროგრამა Certified Public Policy Analist.  პროგრამა მიმდინარეობს თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.

პროგრამის CPPA-ის მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად საჯარო პოლიტიკის კვლევისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები შეიძინოს.

CPPA-ის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს მათ მიერვე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები და შედეგად, გამოვლინდნენ საუკეთესო დოკუმენტების ავტორები:

პირველი ადგილი - თამარ გზირიშვილი, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “Integration of Armenian Minority: Need to Shift the Focus.” თამარი დაჯილდოვდა 1 000 აშშ დოლარით. გარდა ამისა, ის დაფინანსდება 2000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხით შესაბამის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

მეორე ადგილზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა:

  • გიორგი ვარდიშვილი, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “European Education for Abkhazia and Tskhinvali Region: A Way Forward?”
  • ნატალია შათირიშვილი, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “Role of Tariff Policy in Improving Energy Efficiency in Residential Sector”

თითოეული მათგანი დაჯილდოვდა 350 აშშ დოლარით და ამასთან, თითოეული მათგანი დაფინანსდება 650 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხით შესაბამის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

მესამე ადგილზეც გამოვლინდა ორი გამარჯვებული:

  • მარიამ გუნიავა, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “The Advisability of Amending the Regulatory Framework for Credit Reporting Activities: should the National Bank of Georgia Gain Supervisory Authority over Credit Reporting Agencies?”
  • ნათია ჯოხაძე, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: “უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში”

თითოეული მათგანი დაჯილდოვდა 200 აშშ დოლარით და ამასთან, თითოეული მათგანი დაფინანსდება 300 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხით შესაბამის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების პროცესში მონაწილეობა მიიღეს: თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორმა მარინა ქარჩავამ; საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, კორტნი ოსტრიანმა; პროექტი MIPAC-ის დირექტორმა, ნათია სამუშიამ; ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ იშიამამ; პროექტი MIPAC-ის ადმინისტრაციულმა ოფიცერმა, მარი შაქარაშვილმა  და CPPA-ის ლექტორებმა.