GE

საუკეთესოები კიევში გაემგზავრებიან!

27 ივლისი 2015

25-26 ივლისს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ზაფხულის სკოლა თემაზე “კრიზისების მართვა და უსაფრთხოება”.

მოხსენებები წარმოადგინეს: 

• ნიკა რურუა, საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (2008-2012) - თემა: “2008 წლის გამოცდილება რუსული აგრესიის დროს და გამოტანილი გაკვეთილები”

• დავით სიხარულიძე “საქართველოს. ატლანტიკური საბჭოს” დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში (2006-2008, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2008-2009) - თემა: “უსაფრთხოების პოლიტიკია - თეორია და პრაქტიკა”

• თინათინ ქაროსანიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანი - თემა: " ტერორიზმი ლიდერის გარეშე, საფრთხეები კავკასიის რეგიონისთვის"

• ზურაბ ჯაფარიძე - ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი. ლექციის თემაა "მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები"

• გიგა ბედინეიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის დეკანი. ლექციის თემაა ”უსაფრთხოების ეკონომიკური ღირებულება”

ზაფხულის სკოლის მონაწილეებმა დავით სიხარულიძესთან და ერთად სიმულაციური ვორქშოფის ფარგლებში შეიმუშავეს სახელმწიფოს უსაფრთხოების დოკუმენტი

ზაფხულის სკოლის დასასრულს მონაწილეებმა ვორქშოფის ფარგლებში დამუშავებული პრეზენტაციები წარმოადგინეს სირიის, უკრაინის, ირანისა და საბერძნეთის კრიზისების შესახებ. 
გამოვლინდა 15 საუკეთესო მონაწილე, რომელიც გაემგზავრება უკრაინის დედაქალაქ კიევში 28 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლაში. 
სკოლის თემაა “პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიბერალური რეფორმირების პროცესი და ახალგაზრდული მოძრაობების ფორმირება“. 
ზაფხულის სკოლაში უკრაინის მხარის მიერ ფინანსდება კიევში ცხოვრება, სამჯერადი კვება, პროექტში მონაწილეობის მიღება. 
არ ფინანსდება მხოლოდ ავიაბილეთი.