GE

საჭიროა, თუ არა ბედნიერებისთვის სხეულის სრულყოფა?

16 აპრილი 2021

ყველას უფიქრია ერთხელ მაინც, არის თუ არა ბედნიერება ადამიანის სხეულის სრულყოფაში? - ამასთან დაკავშირებით თომა აკვინელი გვთავაზობს საკუთარ მოსაზრებას. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ის რამდენიმე წინააღმდეგობას გამოკვეთს თავის მეექვსე წერილში. პირველი წინააღმდეგობა: როგორც ჩანს ადამიანის სრულყოფილი ბედნიერებისთვის არ არის საჭირო ადამიანის სხეულის სრულყოფა. თუმცა სხეულის სრულყოფა არის სხეულებრივი სიკეთე, მაგრამ ბედნიერება არ მდგომარეობს სხეულებრივ სიკეთეში. მაშასადამე, ადამიანის სხეულის სრულყოფილება არ არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. 

გარდა ამისა, მეორე წინააღმდეგობაში ის ამბობს, რომ ადამიანის ბედნიერება მდგომარეობს მის ღვთაებრივ არსში, მაგრამ სხეული ამ მოქმედებაში არ მონაწილეობს. გამომდინარე აქედან, ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი განაგო საკუთარი სხეული. 

საბოლოოდ, კი - მესამე წინააღმდეგობაში ამბობს, რომ რაც უფრო განყენებულია სხეულისგან ინტელექტი, მით უფრო მარტივად აღსაქმელი ხდება ეს ყოველივე ზემოხსენებული. ამის მიუხედავად ამბობს, რომ ბედნიერების არსი ინტელექტის სრულყოფილ ფუნქციონირებაშია. სწორედ ამის გამოა საჭირო, რომ სული სრულიად განვაცალკეოთ სხეულისგან. შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეულის სრულყოფილი აღნაგობა არ არის აუცილებელის ბედნიერებისთვის. 

ამ წინაამღმეგობებს ის თავადვე სცემს პასუხს, კერძოდ პირველ წინააღმდეგობას შემდეგ ახსნას უძებნის: ბედნიერების არსი არ მდგომარეობს სხეულებრივ სიკეთეში, მაგრამ სხეულებრივ სიკეთეს შეუძლია გარკვეული ხიბლი და სრულყოფილება შემატოს ბედნიერებას. მაშასადამე, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხეულისთვის არ არის აუცილებელი სრულყოფილება, მაგრამ სხეულის ფიზიკურ სრულყოფილებას შეუძლია უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს კონკრეტულ პირს. მას ვისაც სრულყოფილი სხეული აქვს ბედნიერების მიღწევის მეტი შანსი აქვს.

შემდეგ წინააღმდეგობაზე ასეთ პასუხს გვცემს: მიუხედავად იმისა, რომ სხეული არ მონაწილეობს ინტელექტის მოქმედებაში, რომლის მოქმედების შედეგიც ჩანს ღმერთის არსში, ამის მიუხედავად სხეული შეიძლება იქცეს ინტელექტის სრულყოფისთვის დაბრკოლებად. საბოლოო ჯამში, სხეულის სრულყოფა აუცილებელია, რომ მან ხელი არ შეუშალოს გონიერების ამაღლებას. ამ შემთხვევაში, სხეული აღებულია, როგორც ბერკეტი იმისა, რომ როგორც ინდივიდის სხეულმა, ისე საზოგადოდ სხეულმა წინააღმდეგობა არ შეუქმნას გონებრივ ამაღლებას. 

საბოლოოდ, კი მესამე წინააღმდეგობის გადაჭრას გვთავაზობს: ინტელექტის სრულყოფილი მოქმედება მოითხოვს, რომ ინტელექტი ამ გახრწნადი სხეულისგან გაცალკევებული იყოს, მაგრამ არა სულიერი სხეულისგან, რომელიც მთლიანად დაემორჩილება სულს.  აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტელექტის განცლკევება ხდება გახრწნადი სხეულისგან, მაგრამ მას რეალურად ვერ განვაცალკევებთ სულისგან. 

თომა აკვინელი ამ წინააღმდეგობებს და მათ პასუხებს ეძებს თეოლოგიურ საფუძვლებში. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნებსაც. ის ამბობს, რომ რეალურად ბედნიერება არის სათნოების ჯილდო, იოანეს სახარებაში ამიტომაა დაწერილი, რომ “ნეტარნი ხართ, თუ ამას აღარულებთ” - მაგრამ წმინდანთათვის აღთქმული ჯილდო მხოლოდ იმაში არ მდგომაროებს, რომ ისინი იხილავენ ღმერთს და ამით ცხონდებიან, არამედ მათი ჯილდო ისაა, რომ წმინდანთა სხეულთა აღნაგობა იქნება კარგი, კერძოდ ისააკი ამბობს, “თქვენ იხილავთ  და თქვენი გული გაიხარებს და თქვენი ძვლები ბალახის მსგავსად აყვავდება” - სწორედ ამიტომ არის სხეულებრივი სიკეთე აუცილებელი ბედნიერებისთვის. 

თუმცა ზოგი ამბობს, რომ სრულყოფილი ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი სხეულის უნაკლო აღნაგობა. რეალურად აუცილებელია სული მთლიანად დაშორდეს სხეულს. აქ შეგვიძლია პორფირის სიტყვები მოვიშველიოთ: “სული რომ ბედნიერი იყოს, იგი უნდა განიკვეთოს ყოველივე ფიზიკურისგან”  - მაგრამ ეს აზრი ამ შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს. ვინაიდან, სულისთვის ბუნებრივია სხეულთან შეერთვება. სულის სრულყოფით არ გამოირიცხება სხეულებრივი სრულყოფა. გამომდინარე აქედან, სხეულებრივი სრულყოფა აუცილებელია ბედნიერებისთვის. 

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ამ წერილის თანახმად არაა აუცილებელი ბედნიერებისთვის სხეულებრივი სრულყოფილების მიღწევა, მაგრამ რეალურად თუკი სხეული იქნება სრულყოფილი ეს მისთვის უფრო მეტ შანსს შექმნის, რომ მან მიაღწიოს ბედნიერებას. სხეული ინტელექტისგან განცალკევდება, მხოლოდ დარჩება სული, რომელიც აღზევდება. სულიერ სხეულს დარჩება შეხება ინტელექტთან და ადამიანის გონებასთან და ეს იქნება სხეულის ბედნიერებაც. 

დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება ყველას სხვა და სხვა პოზიცია ჰქონდეს  სათაურში წამოჭრილ საკითხთან მიმართებით. ეს კი არის თომა აკვინელის მოსაზრება თოელოგიურ მოძღვრებებზე დაყრდნობით.