GE

საზაფხულო სკოლა ადამიანის უფლებათა დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით

12 ივლისი 2021

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების არსი და მნიშვნელობა; სტრატეგიული სამართალწამოებისთვის საქმეთა შერჩევა და სარჩელის მომზადება; საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში; კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა; სახალხო დამცველის აპარატის როლი სტრატეგიულ სამართალწარმოებაში; სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი და მისი როლი სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესში.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ქ. ბათუმში 2021 წლის 22-26 აგვისტოს (TBC). სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სკოლის ფარგლებში ლექციებს გაუძღვებიან: გიორგი მშვენიერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გვანცა კვარაცხელია - თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე.

მონაწილეთაშესარჩევიკონკურსი: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამის ველში ატვირთონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 23 ივლისის 18:00 საათი. მონაწილეები შეირჩევიან CV-ის და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საზაფხულო სკოლის თითოეული მონაწილე ვალდებული იქნება დაემორჩილოს ყველა იმ მოთხოვნას და რეგულაციას, რაც უზრუნველყოფს საზაფხულო სკოლის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას (მათ შორის COVID-19 ტესტირების ჩატარებას, პირბადით სარგებლობას, თერმოსკრინინგს, ხელები დეზინფექციას და ა.შ.).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: i.gvaramadze@freeuni.edu.ge