GE

საზაფხულო სკოლა დაკავების სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ

15 ივლისი 2015

 

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოს იურისტებს, სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში „დაკავების სტანდარტები და პროცედურები ადამიანის უფლებათა სამართალში".

საზაფხულო სკოლის თემატიკა:

· გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით პირის თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება;
· საქართველოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების სტანდარტები და პროცედურები;
· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა;
· პირის თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში.

ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელსაც წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა და სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის ფართო გამოცდილების მქონე ექსპერტები.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2015 წლის 14 -18 სექტემბერს.

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბიოგრაფია (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.ge

წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: საზაფხულო სკოლა დაკავების სტანდარტების შესახებ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 აგვისტო.

მონაწილეები შეირჩევიან ბიოგრაფიის (CV) და საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების საფუძველზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ცოდნის ფონდის მიერ.