GE

საზაფხულო სკოლა გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში

24 ივლისი 2019

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში თემაზე „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში".

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე აშშ-ის სასამართლოს რელევანტური სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზი.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ქ. ბათუმში, 2019 წლის 10-14 სექტემბერს. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც აღნიშნული სტატუსი ექნებათ საზაფხულო სკოლის ჩატარების პერიოდისთვის. მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სკოლის ფარგლებში ლექციებს გაუძღვებიან: ბილ რიჩი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული-პროფესორი, ქეთი მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ნათია ხანთაძე - ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და სხვა მოწვეული ლექტორები.

 

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამის ველში ატვირთონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აგვისტო. მონაწილეები შეირჩევიან CV-ის, ტესტირებისა (ინგლისურ ენაში) და გასაუბრების საფუძველზე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: a.kupradze@freeuni.edu.ge

ტელეფონი: 557296262