GE

საზაფხულო სკოლა - „სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინსტიტუციური გარანტიები"

11 ივლისი 2020

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში თემაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინსტიტუციური გარანტიები".

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება, არსებული გამოწვევები და რეფორმის საჭიროებები შედარებით-სამართლებრივ კონტექსტში, მათ შორის, განხილული იქნება აშშ-ის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა.

საზაფხულო სკოლა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ქ. ბათუმში, 2020 წლის 9-13 სექტემბერს. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სკოლის ფარგლებში ლექციებს გაუძღვებიან: თომას მარტენი - კანზასის შტატის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მაია კოპალეიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი ბერაია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ჩიორა თაქთაქიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე.

მონაწილეთაშესარჩევიკონკურსი: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამის ველში ატვირთონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 17 ივლისის 18:00 საათი. მონაწილეები შეირჩევიან CV-ის და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე საზაფხულო სკოლის თითოეული მონაწილე ვალდებული იქნება დაემორჩილოს ყველა იმ მოთხოვნას და რეგულაციას, რაც უზრუნველყოფს საზაფხულო სკოლის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას (მათ შორის პირბადით სარგებლობას, თერმოსკრინინგს, ხელები დეზინფექციას და ა.შ.). თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას უარი უთხრას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობაში იმ სტუდენტს, რომელსაც სკოლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე (25 აგვისტოს შემდეგ) ექნება საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: i.gvaramadze@freeuni.edu.ge

ტელეფონი: 577283481