GE

შეიგრძენი კორეა

23 მაისი 2014

5 ივნისს 17:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება კორეის ისტორიისა და კულტურის გამოფენა სახელად "შეიგრძენი კორეა".

პროექტი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს კორეის კულტურის პოპულარიზაციას.

გამოფენა გაიმართება თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის სკოლის კორეული კაბინეტის ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკისა და საქართველოში კორეის ასოციაციის ხელშეწყობით.

საღამო დაიწყება ხომალდ "სევოლის" ტრაგედიისას დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით.

სტუმრებს ექნებათ საშუალება დააგემოვნონ კორეული სამზარეულოს ნიმუშები, მოუსმინონ კორეულ მუსიკას და დაათვალიერონ სურათები, კვანძები და ჰანბოკები (ტრადიციული კორული სამოსი).

საღამოს მიწურულს კორეელი ოსტატები ჩაატარებენ კორეული საბრძოლო ხელოვნების - თე კვანდოს საჩვენებით გამოსვლას.