GE

შეჯიბრი ადამიანის უფლებების სამართალში 2023

07 დეკემბერი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა სტუდენტური შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში: იმიტირებული სასამართლო პროცესები. შეჯიბრის თემატიკა იყო საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 46-მა გუნდმა, საქართველოს 9 უნივერსიტეტიდან. წერილობითი დავალება გამოაგზავნა 19-მა მათგანმა, რომელთა შეფასების შედეგად შეირჩა 8 ძირითადი და 1 სათადარიგო გუნდი საქართველოს 4 უნივერსიტეტიდან:

  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (3)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (3)
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2)
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1)

18 ნოემბერს გაიმართა შეჯიბრის შესარჩევი რაუნდები, სადაც თითოეულმა გუნდმა ითამაშა როგორც მოსარჩელის ასევე, მოპასუხის პოზიცია. შეხვედრებს აფასებდა 2 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია.

მოსამართლეების შეფასებების საფუძველზე ნახევარფინალში გადავიდა 4 გუნდი, რომელთაგან: 

  • 3 იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან
  • 1 იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან.

19 ნოემბერს ჩატარდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშები. ნახევარფინალური წყვილებიდან ფინალში გადავიდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები.

I ადგილი დაიკავა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: ვალერი სიდამონიძე, საბა სარჯველაძე, ალექსანდრე მიქელაძე და გიორგი ნებუნიშვილი.

II ადგილი დაიკავა გუნდმა, რომლის წევრები იყვნენ: ამინა ხანგოშვილი, ნინო შველიძე, ბარბარე ბერიძე და ია გრძელიძე.

საუკეთესო მომხსენებლის სტატუსი მოიპოვა გამარჯვებული გუნდის წევრმა ვალერი სიდამონიძემ.

შეჯიბრი ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.

7 12 4 7 12 1 7 12 2 7 12 3