GE

Selfie-ის კონკურსი

12 ივნისი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა Selfie კონკურსში და მოიპოვოთ სხვადასხვა სასწავლო გრანტები/ვაუჩერები.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სასწავლო ვაუჩერებით თავისუფალი უნივერსიტეტისგან:

1. პრიზი - თავისუფალი უნივერსტეტის VADS-ის 2000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
2. პრიზი - თავისუფალი უნივერსტეტის VADS-ის 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
3. პრიზი - თავისუფალი უნივერსტეტის VADS-ის 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

კონკურსი ჩატარდება 16 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.

კონკურსის პირობაა Selfie-ში ასახული იყო უნივერსიტეტის გარემო ან საუნივერსიტეტო ცხოვრება!

კონკურსი ტარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ვიზუალური ხელოვნება და დარეგისტრირებული არიან შემოქმედებით ტურზე.

მონაწილეებისთვის ორგანიზებული იქნება საუნივერსიტეტო ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი დაათვალიერებენ უნივერსიტეტს და მის საინტერესო სივრცეებს.

ტურის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში კონკურსანტებს შეეძლებათ გადაიღონ Selfie უნივერსიტეტში მათთვის საინტერესო ადგილის ან მოვლენის ფონზე.

კონკურსს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა არტისტი ანდრო ერაძე.

კონკურსანტებს შეეძლებათ მიმართონ ორგანიზატორებს ტექნიკური და მხატვრული რჩევებისათვის.

Selfie-ების გადაღების შემდეგ, კონკურსანტები შეიკრიბებიან VADS-ის (ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის) სახელოსნოში, სადაც თავად ატვირთავთავენ (მაქსიმუმ 3) Selfie-ს მოცემულ ბმულზე.

კონკურსს შეაფასებენ ანდრო ერაძე, გიორგი მაისურაძე, ირინა პოპიაშვილი და გაგა კაპანაძე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა აქ.

და მობრძანდით თავისუფალ უნივერსიტეტში.

გისურვებთ წარმატებებს!