GE

შემეცნებითი კონკურსი

12 აპრილი 2013

13-14 აპრილს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსის მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას ის 700-მდე აბიტურიენტი მიიღებს, ვინც კონკურსის პირველი ტური წარმატებით გადალახა. 

შემეცნებითი კონკურსის მეორე ტური 80 საუკეთესოს გამოავლენს. ოთხმოცივე აბიტურიენტი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2 დღით გაემგზავრება, სადაც კონკურსის ფინალური ტური ჩატარდება. 

მეორე ტურის ორივე დღეს (13-14 აპრილი) თავისი გამარჯვებულები ეყოლება:

  • პირველი ადგილის მფლობელები მიიღებენ ფოტოაპარატებს Canon EOS 1100D
  • მეორე ადგილის მფლობელები მიიღებენ პლანშეტურ კომპიუტერებს Google Nexus 7
  • მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ ელექტრონულ წიგნებს Amazon Kindle
  • მეოთხე ადგილის მფლობელები მიიღებენ ფლეიერებს Apple iPod Shuffle