GE

შემეცნებითი კონკურსი

07 თებერვალი 2013

აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი კონკურსი „მე აბიტურიენტი ვარ" თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მე-12 კლასელებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ცოდნითა და გონიერებით უამრავი მნიშვნელოვანი პრიზი მოეგოთ. კონკურსის გამარჯვებულები სასწავლო მივლინებით მიუნხენში გაემგზავრნენ.