GE

სემინარები განათლების სისტემაზე

01 აპრილი 2013

5 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული სემინარების სერია, რომელიც განათლების არსებულ სისტემას მიეძღვნება.

პირველი სემინარი, საქართველოში განათლების ხარისხის უზრონველყოფის სისტემას შეეხება. სემინარის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ავტორიზაცია/აკრედიტაციის არსებული სისტემის შესახებ; განიხილავენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებსა და სისტემის ეფექტიანობის საკითხს; იმსჯელებენ არსებობს თუ არა ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ალტერნატიული სისტემა.

ჩამოთვლილი საკითხები განხილული იქნება აგრარული უნივერსიტეტის გამოცდილების კონტექსტში. მონაწილეთა ინტერესის შემთხვევაში, სემინარების ფარგლებში შესაძლებელია ჯგუფის შექმნა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე იმუშავებს.

თარიღი/დრო: 5 აპრილი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი.