GE

სემინარები იურისტებისთვის

07 მაისი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრთან პარტნიორობით, სამართლის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, და მაგისტრატურის სტუდენტებს, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს ერთდღიან სემინარს - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმების და საქართველოსთან დაკავშირებით სასამართლოს პრაქტიკის შესახებ.

სემინარი გაიმართება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში 30 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე.

საჯარო ლექციას წარუძღვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სამდივნოს იურისტი, გიორგი ბადაშვილი და ევროსაბჭოს ექსპერტი, ნანა მჭედლიძე.

სემინარის დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რის გამოც მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი ბიოგრაფია - CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) გამოაგზავნოთ 2014 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@freeuni.edu.ge