GE

შემოქმედებითი ტურის ტუტორიალი

18 სექტემბერი 2014

27 სექტემბერს 12 საათზე VADS-ი იწვევს აბიტურიენტებს სახელოსნოების დასათვალერებლად და შემოქმედებითი ტურის ჩატარების ფორმის გასაცნობად.
თქვენ საშუალება გექნებათ შეხვდეთ VADS-ის დეკანს, პროფესორ ლევან ჭოღოშვილს და მოისმინოთ კრეატიული დირექტორის და დიზაინერის, გიორგი პოპიაშვილის პრეზენტაცია.

ინფორმაცია გიორგი პოპიაშვილზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ისინი ისაუბრებენ შემოქმედებითი ტურზე, აბიტურიენტებს განუმარტავენ პორტფოლიოს მნიშვნელობას და უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. აბიტურიენტებს შეუძლიათ მოიტანონ თავიანთი ნამუშევრები - მოგვიანებით პროფესორები განიხილავენ მათ მოტანილ ნამუშევრებს და რჩევებს მისცემენ აბიტურიენტებს.

პორტფოლიოების განხილვაზე დარეგისტრირდით აქ.