GE

სერგეი ალექსაშენკოს ვიზიტი

20 ნოემბერი 2015

13 ნოემბერს კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, კახა ბენდუქიძის ოჯახის თხოვნით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს მისი მეგობარი, ცნობილი ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო ეწვია.

ბრუკინგსის გლობალური ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა სერგეი ალექსაშენკომ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „ლიბერალიზმი, როგორც საბჭოთა წარსულთან ბრძოლის მექანიზმი".

ალექსაშენკო წარსულში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა რუსეთის ფედერაციაში. მათ შორის, ის იყო „გაერთიანებული მარცვლეულის კომპანიის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, „კარნეგის სამეცნიერო ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს წევრი.

2013 წლიდან სერგეი ალექსაშენკო რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის მიუღებელი პერსონაა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს.