GE

სერჟიო გრანკანოლოს ლექციას - ეკოსისტემების შექმნა საკვების წარმოებისათვის

27 აპრილი 2015

28 აპრილს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე აუდიტორიაში CERN-ის თანამშრომელი, ფიზიკოსი, პროფ. სერჟიო გრანკანოლო წაიკითხავს ლექციას: ეკოსისტემების შექმნა საკვების წარმოებისათვის.
 
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. იქნება თანმიმდევრული თაგმანი ქართულ ენაზე.
 
დასწრება თავისუფალია.
 
სერჟიო გრანკაგოლო ასევე არის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მკვლევარი; ATLAS-ის პროექტის მონაწილე -  დეტექტორული საკონტროლო სისტემების  ექსპერტი;  CERN-ის ინიციატივით ამზადებს პროექტს „მდგრადი სისტემების მოდელირება მომავლის საკვების წარმოებისათვის“.