შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან ქეით ფიერონთან
18 ნოემბერი 2019
20 ნოემბერს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ლექცია-დისკუსიის ფორმატში შედგება შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან ქეით ფიერონთან.
ლექციის თემა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმებია.
ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია