GE

შეხვედრა გიორგი ჯანჯღავასთან

03 ნოემბერი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საუდის არაბეთის სამეფოში, ომანში, ბაჰრეინსა და იემენში, გიორგი ჯანჯღავასთან.

ელჩი შეხვდა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის) მიმართულების სტუდენტებს და ესაუბრა საქართველოსა და არაბულ სამყაროს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.