GE

შეხვედრა იაპონელ სტუმრებთან

31 მარტი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა შეხვედრა იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

მომავალში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს საშუალება მიეცემათ გაცვლითი პროგრამით წავიდნენ იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში.