GE

შეხვედრა მოსამართლეებთან

01 ივნისი 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით, 2013 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე, გიწვევთ საჯარო ლექციაზე: ,,ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების გამოყენება სასამართლოს მიერ კონსტიტუციური უფლებების განმარტებისას"

ლექციას გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სამართლის და სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს, საკონსტიტუციო სამართლით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მიიღებენ აკადემიურ და ნორმატიულ საკითხავ მასალას.

საჯარო დისკუსიაზე დასწრებისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1icvSqzFzVROUOocQIMk3Vmt9XWVlbz0NwI_BqNHaQt0/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი, 2013