GE

შეხვედრა სტივენ პემბერტონთან

27 სექტემბერი 2019

25 სექტემბერს, Leadership School-ისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა შეხვედრა ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქციის მკვლევართან, სტივენ პემბერტონთან.
 
სტივენ პემბერტონმა 1980-იან წლებში განავითარა ის კომპიუტერული სისტემები, რომლებსაც დღეს ბრაუზერის სახით ვიცნობთ. მისი შექმნილია პოგრამირების ენა Python-ის წინამორბედი. ის ასევე არის თანაავტორი ვებ (CSS, HTML) და დოკუმენტის (ODF) სტანდარტების.
 
შეხვერდაზე სპიკერმა ისაუბრა თავის გამოცდილებაზე და ინტერნეტის განვითარების მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
 
შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.