GE

შეხვედრა თანამედროვე ესპანელ მწერალ ხორხე კალაბრიასთან

22 ნოემბერი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ესპანელ მწერალ ხორხე კალაბრიასთან (ნამდვილი სახელი ანდრეს კრუსი). მან წაიკითხა ლექცია თემაზე "კატალონიური კრიზისის წარმოშობის სათავეები: ავტონომიური ოლქების სისტემა და 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუცია“.
 
მწერალმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ფრანკოს დროინდელი და შემდგომი პერიოდის ესპანეთის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.