GE

შეხვედრა თურქულ დელეგაციასთან

18 მარტი 2018

თავისუფალ უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ცნობილ ბიზნესმენთან და ქველმოქმედთან ერგუნ ათაბაისთან (გურამ ქოქოლაძე) და ცნობილ პუბლიცისტთან და მთარგმნელთან, თურქეთში გამომავალი ქართული ჟურნალების "ჩვენებურების" და "ფიროსმანის" მთარავარ რედაქტორთან ფახრედინ ჩილოღლუსთან (ფარნა ჩილაშვილი).

ორივე მათგანის საზოგადო მოღვაწეობა კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. გურამ ქოქოლაძე არის ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა არაერთი ნაშრომის, მათ შორის პროფ. ლია ჩლაიძის რედაქტორობით მომზადებული დიდი თურქულ–ქართული ლექსიკონის  გამომცემელი, ხოლო ფარნა ჩილაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ–თურქულ ლიტერატურულ ურთიერთობებში. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. განხილულ იქნა კულტურული ურთიერთობების საკითხები, პროექტების განხორციელების შესაძლებლობები თურქული ენის მცოდნე სტუდენტების მონაწილეობით.