GE

კიტაოკა შინიჩის საჯარო: „იაპონიის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები“

18 მარტი 2023

კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით გაიმართა კიტაოკა შინიჩის საჯარო ლექცია თემაზე: „იაპონიის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები“.
კიტაოკა შინიჩი არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი. იგი არის ტოკიოს და რიკიოს უნივერსიტეტების ემერიტუსი პროფესორი. კიტაოკა შინიჩის ბიოგრაფია მოიცავს მდიდარ დიპლომატიურ და აკადემიურ კარიერას.
ლექციაზე განხილულ იქნა იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფორმირდებოდა იაპონიის კონსტიტუციის მე-9 მუხლის საფუძველზე. ასევე, საუბარი შეეხო იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკის ტრანსფორმაციას თანამედროვე მზარდი რისკების ფონზე. ლექციის დროს დისკუსია შეეხო იაპონიის საგარეო პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა "ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანეს აუზი", იაპონიის საერთაშორისო დახმარების ახალი პრინციპები.

Shinichi Kitaoka