GE

სიმეონ ჯანკოვი კამპუსს ესტუმრება

28 ოქტომბერი 2014

ცნობილი ეკონომისტი სიმეონ ჯანკოვი (Simeon Djankov) 29 ოქტომბერს 18:30 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვევა.

შეხვედრაზე შედგება ჯანკოვის წიგნის „ევროს კრიზისის შიდა სამზარეულო - თვითმხილველის ანგარიში“ (Inside the Euro Crisis: An Eyewitness Account) პრეზენტაცია.

სტუმარი ასევე ისაუბრებს Doing Business-2015-ზე, რომელიც სწორედ 29 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ჯანკოვი არის Doing Business-ის მეთოდოლოგიის და რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი.

სიმეონ ჯანკოვი 2009-13 წლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო.

იგი მსოფლიო ბანკის ფინანსური და კერძო სექტორის მთავარი ეკონომისტის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტებს იკავებდა.

2013 წლიდან სიმეონ ჯანკოვი მოსკოვის ეკონოიმიკის ახალი სკოლის რექტორად დაინიშნა.

დასწრება თავისუფალია.