სიმეონ ჯანკოვი კამპუსში
30 ოქტომბერი 2014
ცნობილი ეკონომისტი სიმეონ ჯანკოვი (Simeon Djankov) 29 ოქტომბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია.
შეხვედრაზე შედგა ჯანკოვის წიგნის „ევროს კრიზისის შიდა სამზარეულო - თვითმხილველის ანგარიშის“ (Inside the Euro Crisis: An Eyewitness Account) პრეზენტაცია.
სტუმარმა ასევე ისაუბრა Doing Business-2015-ზე, რომელიც სწორედ 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
წლევანდელი რეიტინგის მიხედვით საქართველო 7 საფეხურით დაქვეითდა და მერვედან მეთხუტმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
ჯანკოვი არის Doing Business-ის მეთოდოლოგიის და რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი.
იგი 2009-2013 წლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო.
სიმეონ ჯანკოვი მსოფლიო ბანკის ფინანსური და კერძო სექტორის მთავარი ეკონომისტის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტებს იკავებდა.
2013 წლიდან ჯანკოვი მოსკოვის ეკონოიმიკის ახალი სკოლის რექტორად დაინიშნა.