GE

სისხლის სამართლის კლინიკის საქმეების მოკლე აღწერა

08 ივლისი 2013

სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურაში განცხადების წარდგენა

კლიეტმა,რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, მიმართა კლინიკას იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. მას სურდა განცხადებით მიემართა პროკურატურისთვის დაზარალებულის სტატუსით, რადგან დევნილთა სამინსიტროს სახელით ერთერთმა პირმა მოატყუა და არ გადასცა შეპირებული ბინა, რომლის რემონტისთვისაც ხარჯები კლიენტმა გაიღო.

კლიენტმა მიიღო შემდეგი სახის წერილობით კონსულტაცია:

• კლინიკის სამუშაო ჯგუფმა კლიენტის სახელზე შეიტანა განაცხადი პროკურატურაში, სადაც აღწერილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კლიენტი ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თაღლითობის მუხლით.
• კლინიკამ გამოითხოვა წერილობითი ინფორმაცია დევნილთა სამინისტროდან იმ პირის შესახებ ვინ სამინისტროს სახელით ეკონტაქტებოდა კლიენტს და დაპირებული ბინების შესახებ. აღმოჩნდა, რომ სამინისტროში არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ არც კონკრეტულ პიროვნებაზე და არც მითითებულ ქუჩაზე დევნილებისათვის გამოყოფილ ბინებზე.

სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან დაზარალებულს მიაყენა გარკვეული ოდენობის ზიანი, ზიანი გამოიხატა დაზარალებულის ავტომანქანისა და ჯანმრთელობის დაშავებაში. კლიენტმა აუნაზღაურა დაზარალებულს ზიანი, თუმცა მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლისსამართლის საქმე. კლიენტს აინტერესებდა თუ არსებობდა რაიმე სამართლებრივი გზსა, რითაც აიცილებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

კლიენტმა მიიღო შემდეგი წერილობითი კონსულტაცია:

• განცხადება (თანდართული დოკუმენტაციით) პროკურატურაში წარსადგენად, რომლითაც კლიენტი დასაბუთებულად ითხოვდა, მის წინააღმდეგ განხორციელებულიყო სისხლის სამართის საპროცესო კოდექსის 1681მუხლით გათვალისწინებული განრიდების პროცედურა.

სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურაში განცხადების წარდგენა

კლიენტი არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც მიმართა სისხლის სამართლის კლინიკას მიმართა იურიდიული კონსულტაციისთვის. მას სურდა განცხადებით მიემართა პროკურატურისთვის დაზარალებულის სტატუსით, რადგან დევნილთა სამინსიტროს სახელით გარკვეულმა პირმა მოატყუა და არ გადასცა შეპირებული ბინა, რომლის რემონტისთვისაც ხარჯები კლიენტმა გაიღო.
კლიენტმა მიიღო შემდეგი სახის წერილობით კონსულტაცია:
• კლინიკის სამუშაო ჯგუფმა კლიენტის სახელზე შეიტანა განაცხადი პროკურატურაში, სადაც აღწერილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კლიენტი ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თაღლითობის მუხლით.
• კლინიკამ გამოითხოვა წერილობითი ინფორმაცია დევნილთა სამინისტროდან კლიენტის მიერ მითთებულ: პირზე და მისამართზე მდებარე არსებული ბინების შესახებ. აღმოჩნდა, რომ სამინისტროში არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ არც კონკრეტული პირის და არც მითითებულ ქუჩაზე დევნილებისათვის გამოყოფილ ბინებზე.

ნასამართლეობის მოხსნა

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც აინტერესებდა თუ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობდა ნასამართლეობის სტატუსის მოსახსნელად.

კლიენტმა მიიღო შემდეგი წერილობითი კონსულტაცია:
- სასამართლოსთვის წარსადგენი ნასამართლეობის მოხსნისთვის აუცილებელი განცხადებები, რომელიც კლინიკამ კლიენტის სახელით შეადგინა.
- ზეპირი კონსულტაციაგანცხადების სასამართლოში წარდგენის შესახებ.

შედეგი: სასამართლომ მოუხსნა კლიენტს ნასამართლეობის სტატუსი.

ნასამართლეობის მოხსნა

კლინიკას მომართა კლიენტმა, რომელსაც სურდა ნასამართლეობის მოხსნა. კლიენტს კლინიკის ფარგლებში გავუწიეთი კონსულტაცია. შევუდგინეთ დოკუმენტების ნუსხა: მეზობლების დახასიათება და სასამართლოსათვის მიმართვის წერილი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილ იქნა სასამართლოსათვის. ასევე, დავეხმარეთ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მას მოეხსნა ნასამართლეობა.

იარაღის ტარების უფლება

კლიენტმა მიმართა სისხლის სამართლის კლინიკას, რათა მიეღო დახმარება შემდეგ საკითხზე: ის იყო დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოუვიდა ჩხუბი. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია, ჩხუბში მონაწილე საპირისპირო მხარემ განაცხადა, რომ კლიენტმა მოახდინა იარარის დემონსტრირება და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც ჰაერში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იმავე პირს აღნიშნულის შესახებ დაკითხვის დროს, არაფერი უთქვამს, ასევე არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ ყოფილა ცნობილი მოწმეების მხრიდან.
პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და საქმის გამოძიების მიზნით, კლიენტს ჩამოართვეს მის საკუთრებასი არსებული იარაღი, რომელიც მას თვეების განმავლობაში არ დაბრუნებია, საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო. იქიდან გამომდინარე, რომ კლიენტი აგრძელებდა მუშაობას დაცვის კერძო სამსახურში, მას თავისი საქმიანობის შესასრულებლად სჭირდებოდა ზემოაღნიშნული იარაღი და შესაბამისად სურდა მისი დაბრუნება.
კლინიკამ კლიენტს მისცა წერილობითი კონსულტაცია, რომ განცხადებით მიემართა უფლებამოსილი პროკურორისთვის და განემარტა, რომ არ არსებობს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ მან ნამდვილად არამიზნობრივად გამოიყენა იარაღი, ასევე განემარტა, რომ მისთვის იარაღის ჩამორთმევის ერთადერთი მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო. გარდა ამისა მნიშველოვანი იყო იმის მითითბაც, რომ კლიენტის სამსახურის სპეციფიკა მოითხოვდა იარაღის ქონას და შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, შესაბამისად სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე კლიენტისთვის აუცილებელი იყო იარაღის დაბრუნება.
სასამართლომ დააკმაყოფილა კლიენტის მოთხოვნა

თაღლითობის საქმე

პირმა შეიძინა ავტომობილი და გადაიხადა ავტომობილის შეთანხმებული ღირებულება, თუმცა თავად ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემა არ მომხდარა. კლიენტმა მეორედ მომართა სისხლის სამართლის კლინიკას და ითხოვა იურიდიული დახმარება , რათა მოხდეს გამოძიების წარმართვა დროულად და ეფექტურად. ჩვენმა კლინიკამ წარუდგინა წერილობითი კონსულტაცია შემდეგ საკითხზე:
• პროკურორის სახელზე განცხადების დაწერა
კლიენტს მოპასუხე ეტაპრობრივან უნაზღაურებს თანხას

ავტოსაგზაო შემთხვევა

კლინიკას მომართა პირმა, რომელსაც შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელზეც მას ბრალი წაუყენეს. კლიენტმა სთხოვა კლინიკას რათა მომხდარიყო წერილობითი კონსუკტაციის გაცემა შემდეგ საკითხებზე:
• თბილისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახელზე განცხადების წარდგენა,
ავტოსაგზაო შემთხვევათა ექსპერტიზის ჩტარების მოთხოვნით
• გამომძიებლის სახელზე განცხადების დაწერა
სასამართლო შეუწყვიტა დევნა და ბრალი მოეხსნა კლიენტს

თაღლითობა

კლინიკას მომართა კლეინტმა, რომელსაც თანხა გადახდილი ჰქონდა ერთ-ერთი შპს-სთვის რათა მისთის შეეძინათ ავტომობილი, თუმცა თანხის გადახდის შემდეგ ამ კომპანიამ თაღლითურად მიითვისა მისი კუთვნილი თანხა, კლეინტმა მიიღო კონსულტაცია რომ ჯობდა პროკურატურაში განცხადების შეტანა, რის შემდეგადაცდაიწერა განცხადება ამ კომპანიიის წინააღმდეგ, რის შემდეგაც იგი იქნა შეტანილი პროკურატურაში.
კლიენტს მოპასუხე ეტაპრობრივან უნაზღაურებს თანხას

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის გადასინჯვა
კლიენტმა მიმართა კლინიკას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქმს გადასინჯვაზე განცხადების მომზადებასთან დაკავშირებით. საქმე შეეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ავტომობილით მიმავალმა პირმა შეჯახების შედეგად, ფეხით მოსიარულეს მიაყენა ნაკლებად მძიმე დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება შეწყდა ავტომობილის მძღოლის ჩვენებაზე დაფუძნებული, ექსპერტიზის გამო. ექსპერტიზაში მითითებული იყო, რომ მძღოლს არ შეეძლო საფრთხის თავიდან აცილება და მოძრაობდა საგზაო წესების დაცვით.
დაზარალებულმა კლინიკაში წარმოადგინა ექსპერტიზის ახალი დასკვნა და მოგვამრთა თხოვნით, დავხმარებოდით პროკურატურაში შესატანი განცხადების მომზადებაში, საქმის გადასინჯვასთან დაკავშირებით.
კლიენტმა მიიღო შემდეგი სახის მომსახურება:
სამართლის კლინიკის წარმომადგენლებმა მოამზადეს პროკურატურაში წარსადგენი
განცხადების ტექსტი.
განცხადებაში მოცემული იყო:
• ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც შეწყდა საქმის
გამოძიება;
• ავტომობილის მძღოლისა და ექსპერტიზის დასკვნის ანალიზი და მასში არსებული
შეუსაბამობები;
• ახლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ანალიზი;
• ის ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც მოცემული იყო ექსპერტიზის დასკვნაში;
• სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით საქმის გადასინჯვა.
შეწყვეტილი საქმე გაუქმდა და განახლდა გამოძება

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირის ინტერესების დაცვა

კლინიკას დახმარებისთვის მომართა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირის ნათესავმა. ბრალდებული იყო წარსულში ორჯერ ნასამართლევი პირი და სჭირდებოდა წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე განსაზღვრული ჰქონდა პატიმრობა.
კლინიკის ფარგლებში, მოხდა ბრალდების მხარესთან დაკავშირება, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოთხოვა, მათი ანალიზი, მათს საფუძველზე ბრალდებული პირის დაცვის სტრატეგიის შემუშავება, ბრალდებულის მომზადება პროცესისთვის და სასამართლოში მისი ინტერესების დაცვა.

ნასამართლეობის მოხსნა

კლინიკას მიმართა წარსულში ნასამართლევმა პირმა , რომელსაც სურდა ნასამართლეობის გაქარწყლება. კლიენტი ფლობს საკუთარ ბიზნეს , არჩენს ოჯახს , გახლავთ კანონმორჩილი მოქალაქე,ჰყავს მეუღლე და შვილი , მას ხელი ეშლებოდა ნასამართეობის გამო ქვეყნის დატოვებაში. მას სურდა საზღვარგარეთ წასვლა და ბიზნესის გაფართოვება.
კლიენტმა მიიღო შემდეგი სახის მომსახურება:
- კლიენტს კლინიკამ დაუწერა შუამდგომლობა , რომელიც კლიენტმა წარადგინა სასამართოში , ნასამართლეობის მოხსნის საკითხზე.

განრიდების თანხის შემცირება

კლინიკას მომართა კლიენტმა,რომელსაც დაეჯახა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი და შემდგომ ორივე დაეჯახა მესამე მანქანას. ამ საკითხზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაზარალებულს არ ჰქონია არანაირი პრეტენზია, რაც დადასტურებული იყო ნოტარიულად. თუმცა კლიენტს პროკურორმა უთხრა, რომ გაუკეთებდა განრიდებას 2000 ლარზე. კლიენტის განცხადებით, მას განრიდებისთვის ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა.ნასამართლეობის შემთხვევაში კი მას სამსახურიდან გათავისუფლება ელოდა.
კლიენტმა მოითხოვა იურიდიული კონსულტაცია აღნიშნული თანხის შემცირების შესახებ. კლინიკამ გაუწია კლიენტს იურიდიული კონსულტაცია, დაეხმარა მას შეედგინა შესაბამისი განცხადება და მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის.
პრაოკურატურამ დააკმაყოფილა კლიენტის მოთხოვნა

ავტოსაგზაო შემთხვევა

თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კლინიკას მიმართა ფიზიკურმა პირმა, რომელსაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მოუვიდა ავტო საგზაო შემთხვევა და გამოიწვია ორი პირის ჯანმრთელობის და ქონების დაზიანება. ვინაიდან, აღნიშნული საქმე იყო გამოძიების ეტაპზე, სტუდენტებმა კლიენტს, თხოვნის შესაბამისად, გაუწიეს ზეპირი იურიდიული კონსულტაცია მისი ქმედების სწორი სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის შესახებ და გააცნეს აღნიშნული ქმედებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული და პრაქტიკით დადგენილი სავარაუდო სასჯელები.
კლინიკამ კლიენტს გაუწია საადვოკატო მომსახურება, მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მიმართა პროკურორს კლიენტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყევტის შესახებ თხოვნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლის შესაბამისად.
კლიენტს პროკურატურამ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება.