GE

შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვის პროექტი გაიხსნა

29 მაისი 2023

კახა ბენდუქიძის კამპუსში 25 მაისს გაიმართა შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვის პროექტის გახსნის ცერემონია.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობით შეიმუშავებს და განავითარებს 5 პროფესიულ პროგრამას:

• კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალ პროგრამას თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან (ESM) თანამშრომლობით
• სურსათის ბიზნეს-ოპერატორებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის ახალ პროგრამას
• ვეტერინარიის ახალ პროგრამას
• საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის მზარეულისა და კონდიტერის მოთხოვნადი პროგრამების შემდგომ დახვეწას (ახალი სასწავლო კურსების დამატებით)

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ჰოფმანმა, ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ, ასევე, პროექტის პარტნიორებმა: ანა მეცხვარიშვილმა, Mayhew Georgia-ს მთავარმა ვეტერინარმა და თამარ ღაღანიძემ, McDonald’s Georgia-ს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახა ბენდუქიძის კამპუსში სასწავლო ინფრასტრუქტურის შემდგომი მასშტაბური განვითარება:

• ვეტერინარიის მიმართულებით კიდევ ერთი ლაბორატორიის შექმნა
• ვეტერინარული კლინიკის განახლება
• კულინარიული ამფითეატრის შექმნა
• კულინარიული ბიბლიოთეკის მოწყობა
• დამატებითი ლაბორატორიების, აუდიტორიებისა და კომპიუტერული კლასების მოწყობა

გრანტით დაფინანსდება პროექტის 50%, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტისა და ცოდნის ფონდის მხარდაჭერით განახორციელებს დარჩენილი 50%-ის ინვესტიციას.

---

The inauguration event of Establishment of Skills Training Programs in Response to Labor Market Needs Project was held on May 25th on Kakha Bendukidze Campus.

The Agricultural University of Georgia and the Free University of Tbilisi in close partnership with the private sector will establish and develop 5 skills training programs:

• New Program in Culinary and Restaurant Management
• New Program in Quality Assurance for Food Business Operators
• New Program in Veterinary Nursing
• Enhancement of Programs in Cooking and Pastry

The implementation of the project was made possible as a result of the assistance provided by the United States Agency for International Development – USAID, namely within the framework of The USAID-Industry-Led Skills Development Program.

The guests were addressed by Vato Lejava - Rector of the Free and Agricultural Universities, David Hoffman – USAID Acting Mission Director, Anastasia Bendukidze – Director of Knowledge Fund, as well as by the private sector partners Ana Metskhvarishvili – Head Vet of Mayhew Georgia and Tamar Gaganidze, Quality Assurance Manager of McDonald’s Georgia.

This Project envisages upgrading and equipping the following teaching facilities and laboratories:

• Establishment of a new veterinary laboratory
• Renovation of Veterinary Clinic
• Establishment of a new library at the Culinary Academy
• Creation of a new culinary laboratory with an amphitheater
• Further development of laboratories, auditoriums, and computer classes

The grant will finance 50% of the Project, and the Agricultural University with the support of the Free University and the Knowledge Fund will invest the remaining 50%.

Skills Training Programs