GE

Smart-up Georgia კამპუსელების ტრიუმფით დასრულდა

20 მაისი 2015

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში "Smart-up Georgia" გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.

პირველ ადგილზე აგრარული უნივერსიტეტის გუნდი;
მეორეზე თავისუფალი უნივერსიტეტის;
მესამე ადგილზე კი თსუ-ს სტუდენტები გავიდნენ.

გამარჯვებულ გუნდში აგრარული უნივერსიტეტის ემსამე კურსის სტუდენტები არიან: ნონა ნონიაშვილი, ანა ბაიაძე, კესო ბარამიძე, შალვა მძინარაშვილი, თამარ შეითნიშვილი

საწყის ეტაპზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების 9 ბიზნეს პროექტი შეირჩა.
სულ კონკურსში საქართველოს 21 უნივერსიტეტის 133 ბიზნეს პროეტი იყო წარდგენილი საიდანაც შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 20 გადავიდა.
სტუდენტები უცხოელი ექსპერტების მენტორობით 3 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს და ბიზნესიდეების განხორციელების მექანიზმებს.

გამარჯვებულები გაემგზავრებიან ესტონეთში და მიიღებენ 5 000 ლარს.