GE

სოფიო შარიქაძე სწავლას საფრანგეთში გააგრძელებს

11 მარტი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციის (სპარსული ენა) მეოთხე კურსის სტუდენტმა სოფიო შარიქაძემ გაიმარჯვა განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“.
 
სტიპენდია ითვალისწინებს როგორ სასწავლო, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
 
ვულოცავთ სოფოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.