GE

სპიკერთა შერჩევა ბიზნესის სამართლის მე-8 ეროვნული კონფერენციისათვის

09 ოქტომბერი 2018

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს სპიკერთა შესარჩევ კონკურსს განგრძობადი იურიდიული განათლების მე-8 ეროვნული კონფერენციისათვის ბიზნესის სამართალში, რომელიც გაიმართება თბილისში, 2018 წლის 8-9 დეკემბრს.

2-დღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ბიზნესის სამართლის სფეროში, აქტუალურ საკითხებზე იურისტების ცოდნის გაღრმავებას.

სპიკერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს, იურისტებს, იურიდიული ფაკულტეტების და სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დარგის პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია ბიზნესის სამართალში.

კონფერენციის სესიებზე სპიკერებმა უნდა გამოიყენონ სამართლის სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდები, კერძოდ: მონაწილეთა აქტიური ჩართვა დისკუსიაში, ვიზუალური მასალის წარმოდგენა, სამართლებრივი სიმულაციების გამოყენება, სასამართლო გადაწყვეტილებების და ჰიპოთეტური კაზუსების განხილვა. 

ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე, კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა უნდა ჩაატარონ 3-საათიანი სესია აქტუალურ საკითხზე ბიზნესის სამართლის ერთ-ერთი სფეროდან:

  • სახელშეკრულებო სამართალი;
  • სანივთო სამართალი;
  • კონკურენციის სამართალი;
  • დელიქტური ვალდებულებები;
  • კორპორაციული სამართალი /კორპორაციული მართვა / Due Diligence;
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; 
  • საერთაშორისო კერძო სამართალი / საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები;
  • გადახდისუუნარობის სამართალი;
  • დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (ADR);
  • საბანკო და ფასიანი ქაღალდების სამართალი;
  • სადაზღვევო სამართალი;
  • სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებები, დაუყოვნებლივი აღსრულების პრაქტიკა, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, ხანდაზმულობის ვადები, და სხვა).

 

შენიშვნა: კანდიდატები არ არიან შეზღუდული მხოლოდ ჩამოთვლილი სფეროებით და შეუძლიათ თავად შეარჩიონ ბიზნესის სამართალთან დაკავშირებული საკითხი კონფერენციისათვის.

სპიკერის მიერ წარმოდგენილი სასესიო თემა/პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ შინაარსობრივ მახასიათებლებს:

  • იყოს პრაქტიკული (მნიშვნელოვანი ბიზნესის სამართალში იურიდიული / საადვოკატო პრაქტიკისთვის); 
  • ეხმიანებოდეს არსებულ სამართლებრივ პრობლემებსა და გამოწვევებს; 
  • ითვალისწინებდეს/ეფუძნებოდეს სასამართლო პრაქტიკას;
  • მოიცავდეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და მათ გავლენას იურიდიულ პრაქტიკაზე.

 

სპიკერები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით, მეორე ეტაპი კი გასაუბრებას. შერჩეულმა კანდიდატებმა, პრეზენტაციის მეთოდოლოგიისა და შინაარსის დახვეწის მიზნით, უნდა ითანამშრომლონ კონფერენციის ორგანიზატორებთან.

სპიკერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადახვიდეთ  მოცემულ ბმულზე და ელექტრონული სარეგისტრაციო ფრომა შეავსოთ 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ინფორმაცია წინა წლებში ჩატარებული განგრძობადი იურიდიული განათლების ეროვნული კონფერენციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://nccl.ge/ge/clec.


საკონტაქტო პირი: ირაკლი გვარამაძე, ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი, 577 28 34 81.