GE

St. Andrews University-ს სტუდენტი თავისუფალ უნივერსიტეტში კვლევაზე მუშაობს

09 ივლისი 2017

ყოველ ზაფხულს თავისუფალი უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტი/სტუდენტთა ჯგუფი მიემგზავრება უცხოეთში სტაჟირებაზე ან კვლევით/კულტურულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცოდნის გაღრმავების მიზნით.

ასევე, საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან თავისუფალ უნივერსიტეტში ხშირად ჩამოდიან სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები ანალოგიური მიზნით.

ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელ ცენტრს სტუმრობს ბრიტანეთის ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის (St. Andrews University) მეოთხე კურსის სტუდენტი კაროლინა ზუქი (Carolina Zucchi), რომელიც პროფ.გურამ ჩიქოვანთან გადის კონსულტაციებს ცენტრალური აზიის არაბების ისტორიისა და კულტურის, პერიფერიული არაბული დიალექტების ლინგვისტური მახასიათებლების, 1001 ღამესთან დაკავშირებული ცენტრალურაზიური არაბული ფოლკლორისა და ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობების საკითხებზე.