შტეფან ელგერსმას საჯარო ლექია NATO-ს შესახებ
07 თებერვალი 2016
5 თებერვალს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი ორგანიზებით სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის NATO-საქართველოს ურთიერთობებზე საჯარო ლექცია ჩატარდა.
ლექცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა შტეფან ელგერსმამ წაიკითხა.
საუბარი ძირითადად ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, ნატოს გაფართოების პერსპექტივებსა და ალიანსის ახალ გამოწვევებს შეეხო.
ლექციას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ მედულაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.