GE

Street Art ფესტივალი VADS-ში

09 ოქტომბერი 2015

2015-16 წლის სასწავლო წლის აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

VADS-ი იწვევს აბიტურიენტებს, რომ თქვენ ერთობლივი პროექტით, Street Art-ით, გარდაქმნათ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორია!

17 და 24 ოქტომბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა ატარებს Street Art კონკურსს.


მონაწილეებს უხელმძღვანელებს არტისტი და BBC-ს ყოფილი ჟურნალისტი, ანდრიუ ნორსი. იგი დაეხმარება აბიტურიენტებს ესკიზების მომზადებაში, დახვეწასა და შესრულებაში.

კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყება, შაბათს, 17 ოქტომბერს, 12 საათზე თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სახელოსნოში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბიტურიენტებსა ადა VADS-ის სტუდენტებს.

პრიზებით მხოლოდ აბიტურიენტების ნამუშევრები შეფასდება.

დამატებითი ინფორმაცია პრიზებისა და კონკურსზე მოგვიანებით გამოცხადდება VADS-ის FB გვერდზე

ფესტივალში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით აქ: სარეგისტრაციო ფორმა