Street-Art ფესტივალი
24 თებერვალი 2014
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) აბიტურიენტებს იწვევს Street-Art ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი უნივერსიტეტის Steet-Art ფესტივალის მიზანია, წაახალისოს დაინტერესებული აბიტურიენტები და დაეხმაროს მათ საკუთარი ნიჭის დემონსტრირებაში.
მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი ნამუშევრები განთავსდეს კამპუსის ტერიტორიაზე და თვალსაჩინო იყოს ათასობით მნახველისათვის.
ნამუშევრების შეფასება:
უნივერსიტეტის სტუდენტების აზრით საუკეთესო Steet-Art-ის ავტორებს გადაეცემათ პრიზები სასწავლო ვაუჩერების სახით:
5 სასწავლო გრანტი - 300-ლარიანი ვაუჩერი 5 საუკეთესო ნამუშევარს!
ამის გარდა, VADS-მა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეიძლება განსაკუთრებული პრიზი მიანიჭოს რჩეულ ნამუშევრებს:
• ერთი წლის სწავლისათვის საჭირო საფასური
• 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
აბიტურიენტებს სასწავლო ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში.
ყველა აბიტურიენტს გადაეცემა ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატი.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბიტურიენტებს.
ცნობილი Street-Art ჯგუფი Those Two დაეხმარება აბიტურიენტებს ესკიზების მომზადებაში, დახვეწასა და შესრულებაში.
ფესტივალის თარიღები:
1 მარტი - ესკიზების მომზადება
8 მარტი - ნამუშევრების შექმნა
15 მარტი - პრიზიორების დაჯილდოვება
ნამუშევრები უნდა შესრუდეს დაახლოებით 4,5 კვადრატული მეტრის ზომის ბეტონის კედელზე, რომელიც განთავსებულია კამპუსის ეზოში პულვერიზატორით (სპრეით) 3 ფერში. კონკურსისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
ფესტივალის თარიღები: ფესტივალში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით აქ - სარეგისტრაციო ლინკი
დამატებითი ინფორმაცია:
599331157
FB: https://www.facebook.com/VisualArtsandDesignSchool