GE

სტუდენტები შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრში

19 ნოემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ესტუმრნენ.

ახალგაზრდებს სასწავლო ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ქვედანაყოფის ისტორია, ამოცანები, სტრუქტურა და მიზნები გააცნო.

სტუდენტებმა ადგილზე ნახეს, თუ როგორ მომზადებას გადიან სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიებში გამგზავრების წინ.

მათ ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ცენტრის ინფრასტრუქტურა და მოენახულებინათ ცენტრის სიმულაციური კლასები.