GE

სტუდენტები სპარსულ ლიტერატურულ საღამოზე

28 აპრილი 2015

21 აპრილს ირანის საელჩოს კულტურის დეპარტამენტში გაიმართა ლიტერატურული საღამო თემაზე „კაცთმოყვარეობა საადის შემოქმედებაში", რომელსაც ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საღამოზე იმყოფებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ირანული მიმართულების სტუდენტები ნიკო ქელბაქიანი, ნინო მოდებაძე და სოფიო შარიქაძე, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები საადის პოეზიიდან ქართულ თარგმანებთან ერთად, მათ შორის აღსანიშნავია მათი საკუთარი თარგმანები.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულმა განაცხადა: „საქართველოში სპარსული ლიტერატურის ურიცხვი თარგმანები მიუთითებს იმაზე, რომ ქართველთა შორისირანის ისტორიისა და ლიტერატურის მიმართ ძლიერი ინტერესი არსებობს. მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის უფრო და უფრო მეტ თანამშრომლობას ველით სხვადასხვა სფეროში".

21 აპრილს ირანის საელჩოს კულტურის დეპარტამენტში გაიმართა ლიტერატურული საღამო თემაზე „კაცთმოყვარეობა საადის შემოქმედებაში“, რომელსაც ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. საღამოზე იმყოფებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ირანული მიმართულების სტუდენტები ნიკო ქელბაქიანი, ნინო მოდებაძე და სოფიო შარიქაძე. წაიკითხეს ლექსები საადის პოეზიიდან ქართულ თარგმანებთან ერთად, მათ შორის აღსანიშნავია მათი საკუთარი თარგმანები.
როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულმა განაცხადა: „საქართველოში სპარსული ლიტერატურის ურიცხვი თარგმანები მიუთითებს იმაზე, რომ ქართველთა შორისირანის ისტორიისა და ლიტერატურის მიმართ ძლიერი ინტერესი არსებობს. მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის უფრო და უფრო მეტ თანამშრომლობას ველით სხვადასხვა სფეროში“.