GE

სტუდენტების შეხვედრა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან

04 ნოემბერი 2014

პროგრამა წლის მეწარმის ფარგლებში, 3 ნოემბერს, კამპუსს ეწვია ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც შეხვდა სტუდენტებს და წაიკითხა ლექცია მეწარმეობის თემაზე.

სტუმარმა ასევე ისაუბრა სტუდენტთა სტაჟირებაზე მის კომპანიებში და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.

კონკურსი წლის მეწარმე ტარდება მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145-ზე მეტ ქალაქში. ამ ქვეყნების ჯამური წილი მსოფლიოს ერთიანი შიდა პროდუქტის 90%-ზე მეტს შეადგენს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 6 500-ზე მეტი მეწარმე გახდა ამ კონკურსის მონაწილე და მეწარმეთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

მათ რიცხვში არიან იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომელთა სახელებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

დღეისათვის NASDAQ-ზე აღრიცხული 100 უდიდესი კომპანიიდან ნახევარს წლის მეწარმის ჯილდო აქვს მიღებული.

კონკურსს კომპანია EY საქართველო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით პირველად მართავს საქართველოში.

პროგრამის გენერალური სპონსორია "საქართველოს ბანკი", მედია სპონსორები Forbes Georgia და ტელეკომპანია მაესტრო.

გამარჯვებული 11 ნოემბერს დაჯილდოვდება.