სტუდენტებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს
28 აპრილი 2015
27 აპრილს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს.
კამპუსელებმა გომბორის 7.3 კილომენტრიანი დანაგვიანებული მონაკვეთი გაწმინდეს და აქციის შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტი გამოიწვიეს.
სტუდენტების სურვილია, რომ გამოწვევების ტრადიცია გაგრძელდეს და კვირაში ერთხელ ყველა უნივერსიტეტმა დაასუფთავოს რომელიმე დანაგვიანებული ლოკაცია.
აქციაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას აგრარული უნივერსიტეტის აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინიტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიაც იღებდნენ.
აქციამდე მინისტრის მოადგილემ კამპუსში სტუდენტებისთვის სააჯრო ლექცია, - მწვანე ეკონომიკა - ჩაატარა.