GE

სტუდენტური დასაქმება პირველკურსელთათვის

13 ივნისი 2013

აქ შეგიძლიათ იხილოთ დარეგისტრირებულ სტუდენტთა სია

ზოგადი პირობები

სტუდენტური დასაქმების ფარგლებში პირველკურსელებს შესაძლებლობა გექნებათ დასაქმდეთ და მიიღოთ ანაზღაურება გაწეული შრომისთვის. სტუდენტური დასაქმება იწყება 10 ივლისს და სრულდება 24 აგვისტოს. სტუდენტური დასაქმების ბოლო 10 დღე წარმოადგენს საველე პრაქტიკას და შესაბამისად გახდება კრედიტების მინიჭების საფუძველი.


რეგისტრაციის წესი

რეგისტრაცია იწყება 14 ივნისს დღის 12:00 საათიდან და სრულდება 19 ივნისს 23:00 საათზე. (რეგისტრაცია დასრულებულია)

გახსოვდეთ, რომ სტუდენტური სამუშაოს წარმატებით გავლისთვის მოგენიჭებათ საველე პრაქტიკის საგნის კრედიტები. 26 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა გექნებათ რომ შეცვალოთ ან გააუქმოთ თქვენი არჩევანი და მონაწილეობა მიიღოთ საველე პრაქტიკის წილისყრაში.
რადგან სტუდენტური სამუშაო ადგილები ლიმიტირებულია, კონკრეტული სამუშაოს შერჩევა მოხდება „მოსწრების პრინციპით". სარეგისტრაციო ველი დაიხურება მას შემდეგ, როგორც კი შეივსება სტუდენტთა დაშვებული რაოდენობა კონკრეტულ ობიექტზე.

შრომის ანაზღაურება

თქვენი შრომის ანაზღაურება შეადგენს ხელზე 20 ლარს დღეში. კვირაში არის ექვსი სამუშაო დღე. კვირა დღე არის დასვენების დღე, ანაზღაურების გარეშე. ხელფასს სტუდენტები მიიღებენ სამ ნაწილად - პირველ ნაწილს სტუდენტები მიიღებენ ავანსად, სამუშაოს დაწყებამდე. მეორე ნაწილს სტუდენტები მიიღებენ სამუშაოს დაწყებიდან დაახლოებით 20 დღეში, ხოლო მესამე ნაწილს კი სტუდენტები მიიღებენ სამუშაოს დასრულების შემდეგ. რადგან საველე პრაქტიკის პირობებში სტუდენტების კვებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი, ამიტომ სამუშაოზე მყოფი სტუდენტები მხოლოდ ბოლო 10 დღის განმავლობაში მიიღებენ დღეში 10 ლარს ხელზე, საკვების კომპენსაციის სახით და არა 20 ლარს ხელზე.

შენიშვნა: თუ სტუდენტი ვადაზე ადრე დატოვებს სამუშაო ადგილს, იგი ვალდებული იქნება დააბრუნოს ავანსად მიღებული (გამოუმუშავებელი) თანხა.

საცხოვრებელი პირობები და კვება

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თქვენს დაბინავებას სამუშაო ადგილის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში. სტუდენტები ვალდებულნი არიან წამოიღონ საძილე ტომრები, პერსონალური სარგებლობის ჭურჭელი და პირადი ჰიგიენის საშუალებები. შენობაში არის წყალი, მოქმედი აბაზანა და საპირფარეშო. უნივერსიტეტი სტუდენტებს უზრუნველყოფს საბაზო საკვებით. შესაბამისად, სტუდენტებმა თავად უნდა უზრუნველყონ კვების რაციონის სათანადოდ შევსება.

ადგილმდებარეობა, კვოტები და შესასრულებელი სამუშაო

აბაშა - 80 სტუდენტი

  • ფეიხოას ნარგავების გაწმენდა
  • ფეიხოას ნარგავების გასუფთავება ხავსისგან
  • ფეიხოას ნარგავების შემობარვა
  • ღობის შეკეთება
  • არხების გაწმენდა
  • ტერიტორიის გაწმენდა
  • ქარსაცავი ზოლის გაწმენდა
  • სანერგეში ძირების გამარგვლა
  • თილის მოკრეფა
  • თხილის დაბინავება

სკრა - 15 სტუდენტი

  • ტერიტორიის დასუფთავება
  • არხების გასუფთავება
  • ღობის შეკეთება - ბოძების შეღებვა
  • ჭიშკრის შეღებვა
  • საძირეთა სადედის დაბარვა
  • შენობის დასუფთავება-დალაგება
  • საძირეთა სადედის მორწყვა
  • საწყობის დალაგება
  • სკრის ბიბლიოთეკის დალაგება/აღრიცხვა
  • ვაზის მორწყვა

წეროვანი - 14 სტუდენტი

  • ტერიტორიის დასუფთავება
  • მცირე სარემონტო სამუშაოები

სართიჭალა - 10 სტუდენტი

  • აღებული მოსავლის დაბინავება
  • მარცვლის გაწმენდა
  • ტომრებში ჩაყრა
  • მარცვლის დასაწყობება