GE

სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში

29 ოქტომბერი 2014

30 ოქტომბერს, 16:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (#200 აუდიტორია) შედგება წიგნისა და ფილმის "სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში" პრეზენტაცია.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება ექსპედიციის შედეგების ამსახველი კონფერენცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით.

ექსპედიცია განხორციელდა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ბაზაზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ცოდნის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქართული ენა საზღვარგარეთ – ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში" ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია.