სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში
17 იანვარი 2017
18 იანვარს 14:00 სთ-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 420-ე აუდიტორიაში თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდება, უკვე ტრადიციად ქცეული, კახა ბენდუქიძის სახელობის რიგით მეოთხე სტუდენტური კონფერენცია ფიზიკაში. საუკეთესო ნაშრომის ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში, იტალიის ქალაქ ტურინში.
დასწრება თავისუფალია